ბუდრისი - დაუსჯელობამ და დანაშაულების უარყოფამ შთააგონა რუსეთი ჩაედინა აგრესია საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ

ავტორი
Front News საქართველო
დანაშაულების უარყოფამ და დაუსჯელობამ შთააგონა რუსეთი, ჩაედინა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს და შემდეგ 2022 წელს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა ჰააგაში, დიპლომატიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის ქმედებების ერთ-ერთი მიზეზია 1940-იან წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციისთვის, საბჭოთა კავშირისა და მისი მემკვიდრის რუსეთის დაუსჯელობა.
"ჩვენი ისტორია გვასწავლის, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დანაშაულებისთვის რეპარაციები და პასუხისმგებლობის აღება. იმ დროს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ფარგლებში, ლიეტუვისა და ბალტიის სხვა ქვეყნების საბჭოთა ოკუპაციისთვის რეპარაციები არ არსებობდა. ახლა კი პუტინი და მისი რეჟიმი ისე იქცევიან, თითქოს ეს დანაშაულები არასდროს მომხდარა“, – განაცხადა ბუდრისმა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის კომისიის შექმნა რუსეთისთვის იქნება გზავნილი, რომ აგრესიას პასუხისმგებლობა მოჰყვება.
თაგები:
კესტუტის ბუდრისი




