Logo

ბუდუ ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმსა” და“აინტრახს” შორის მატჩი ფრედ დასრულდა

სპორტი
191
Frontnews image description

ბუნდესლიგის მეცხრე ტურში ბუდუ ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმმა” “აინტრახს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრა “ვოიტ-არენაზე” გაიმართა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩის 32-ე წუთზე არიონ იბრაჰიმოვიჩის საგოლე გადაცემით “ჰაიდენჰაიმი” დააწინაურა.

მიუხედავად მცდელობისა, პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და გუნდები გასახდელში მინიმალური, ერთბურთიანი სხვაობით ჩავიდნენ.

მატჩის მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე “აინტრახის” დანიელმა მცველმა რასმუს კრისტენსტენმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

70-ე წუთზე გერმანელმა სპეციალისტმა ფრენკ შმიდტმა ბუდუ ზივზივაძე შეცვალა და მის ნაცვლად ნახევარმცველი ნიკლას დორში შემოიყვანა.

დიდი სურვილისა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და თამაში ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმი” ცხრილში ბოლო ადგილზეა.

გუნდი შემდეგ შეხვედრას სტუმრად “ლევერკუზენის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა “ბაიარენაზე” 8 ნოემბერს 18:30 საათზე გაიმართება.

Advertisement