Logo

ბულგარეთში ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია 45 ადამიანი

მსოფლიო
23.11.2021 / 12:34
Frontnews image description

ბულგარეთში ტურისტულ ავტობუსი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიიდან მოემართებოდა, მაგისტრალზე ავარიაში მოჰყვა, შემდეგ კი ხანძარი გაუჩნდა.

 

BBC-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 45 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი. 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში სულ 52 მგზავრი იმყოფებოდა.

 

სოფიაში მდებარე ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეა.

Advertisement