ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია - დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო

ავტორი
Front News საქართველო
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაშია აღნიშნული.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისში, "კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაყვანის შემდეგ, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II - ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო.
პატრიარქს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთში 1979 წლის მაისში შედგა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.





