“ბუმერანგი” 128-ე ბრიგადისთვის – უკრაინამ დაჯილდოების ცერემონიაზე რუსების 810-ე ბრიგადაზე დარტყმა ოფიციალურად დაადასტურა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების 810-ე საზღვაო ქვეით ბრიგადაზე დარტყმა ოფიციალურად დაადასტურა.
“ოკუპანტები შეიკრიბნენ ე.წ. რუსი არტილერისტების დღის აღსანიშნავად. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მყისიერად დაადგინეს რუსების დღესასწაულის ადგილი და თბილად მიულოცეს მათ“, – წერს შეიარაღებული ძალები.
არსებული ინფორმაციით, წარმატებული დარტყმის შედეგად რამდენიმე ათეული რუსი ტერორისტი დაიღუპა, კიდევ ასამდე მძიმედ დაშავდა.
უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების 810-ე ბრიგადაზე დარტყმას უკვე უწოდეს შურისძიება 19 ნოემბერს, ზაპოროჟიეში 128-ე უკრაინულ ბრიგადაზე თავდასხმის გამო.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს