ბუნდესვერის ლოჯისტიკის სარდლობის ექსპერტები საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალებში ბუნდესვერის ლოჯისტიკის სარდლობის ექსპერტები საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკის სისტემის, ქონების განკარგვის, მონაცემთა ბაზის მართვისა და ლოჯისტიკური ცენტრების ამოცანები გააცნეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლკოვნიკმა თომას ამესმა ქართულ მხარეს გერმანიის შეიარაღებულ ძალებში არსებული ლოჯისტიკური შესაძლებლობების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.
ბუნდესვერის ლოჯისტიკის ექსპერტებმა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის ბაზებზე ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრი დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული შეხვედრა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკასთან 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს