ბჟანია – სოხუმის აეროპორტიდან ფრენები რუსეთის 7 ქალაქში შესრულდება


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტიდან ფრენები რუსეთის 7 ქალაქში შესრულდება.
მისი განცხადებით, ეს ქალაქებია: მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, სოჭი და კრასნოდარი.
აღსანიშნავია, რომ 5 ქალაქიდან ფრენები თბილისშიც სრულდება, კრასნოდარის აეროპორტი კი, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უსაფრთხოების მიზეზით დაკეტილია.
ფრენებს, სავარაუდოდ, არ შეასრულებენ ის ავიაკომპანია, რომლებიც ახლა საქართველოს მიმართულებით დაფრინავენ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ დასავლეთის ქვეყნები დაასანქცირებენ.
სოხუმის აეროპორტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო აეროპორტად არ აღიარებს. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტიდან პირველი საცდელი ფრენა ივლისში შესრულდება.
თაგები:
აფხაზეთი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა