
ავტორი
Front News საქართველო
17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ტრაგიკულად დაიღუპა.
ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა.
“მწუხარებით მოგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა. ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდნენ.
ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება უკეთესი მსოფლიოსთვის იღწვოდა. ნანა ჯანაშიამ CENN 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და წვლილი შეიტანა მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.
ნანას დარჩა ვაჟი, ლეონი და ქმარი, ლორანი. ნანას გარდაცვალებიდან მალევე ლეონმა ცაში დიდი ცისარტყელა დაინახა და თქვა, რომ „ნანიკო გვეუბნება, რომ ის სამოთხეშია“, საღამოს კი ცაში მისი ვარსკვლავისკენ მიანიშნა. დაე, მისი შუქი ყოველთვის ანათებდეს, როგორც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. ვუსამძიმრებთ ყველას ამ უდიდეს დანაკლისს”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
თაგები:
მეხი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს