ჩაძირული გემი, ჩამოგდებული თვითმფრინავი და მინუს 200 სამხედრო ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული ჯარების გემი და თვითმფრინავი, ასევე ლიკვიდირებული იქნა 200-მდე დამპყრობელი, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 33 350 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 18.06-მდე: ტანკები – 1 465 (+9), ჯავშანტექნიკა – 3 573 (+10), საარტილერიო სისტემები – 739 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 233 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 98 (+1), თვითმფრინავი – 216 (+1), ვერტმფრენები – 180 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 513 (+17), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 14 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 594 (+1), სპეციალური ტექნიკა – 55 (+0), საკრუიზო რაკეტები – 129 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს