“ჩამოყალიბდნენ ხვალამდე და ჩვენც ჩამოვყალიბდებით ჩვენს გადაწყვეტილებაში”


ავტორი
Front News საქართველო
"ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, რომელ მხარეს დგებიან, დემოკრატიის მხარეს, თუ დემოკრატიის მოწინააღმდეგეების, როგორც ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაცხადდა – პარლამენტისთვის ძირის გამომთხრელ მხარეს“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური საკითხი და ამასთან დაკავშირებით გუნდში იქნება მსჯელობა.
„ჩვენ ველით 2 თებერვლის სხდომას. ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, რომელ მხარეს დგებიან, დემოკრატიის მხარეს, თუ დემოკრატიის მოწინააღმდეგეების, როგორც ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაცხადდა, პარლამენტისთვის ძირის გამომთხრელ მხარეს. ასე, რომ ჩამოყალიბდნენ ხვალამდე და ჩვენც ჩამოვყალიბდებით ჩვენს გადაწყვეტილებაში. ეს არის პოლიტიკური საკითხი. ამასთან დაკავშირებით გუნდში გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა