
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და ვაკვირდებით რუსეთის გავლენის ზრდას საქართველოში და ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული, – ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა, რომლის განცხადებასაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და ვაკვირდებით რუსეთის გავლენის ზრდას საქართველოში და ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. მოგეხსენებათ, როცა გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატოს კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშაოთ ერთად იმ ქვეყნების სუვერენიტეტზე, რომლებიც ნატოს წევრები არიან, მაგრამ ასევე უსაფრთხოების საერთო ვითარებაზე ევროპაში.
მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები იმის თაობაზე, თუ რამდენად შეაფერხებს ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ეს ეხება სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე ამ ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოებას”, – განაცხადა გენერალმა ბრაუნმა.
თაგები:
აშშ
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს