ჩარლზ III ბრიტანეთის მეფე ოფიციალურად გახდა


ავტორი
Front News საქართველო
ჩარლზ III დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე გახდა.
ელისაბედ II-ის უფროსი ვაჟი ტახტის მემკვიდრე მისი გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად გახდა, თუმცა ოფიციალურად სამეფო ტახტის მემკვიდრის საბჭოს სხდომაზე დღეს გამოაცხადეს.
შესაბამის პროკლამაციას ხელი მოაწერეს ტახტის მომდევნო მემკვიდრემ, პრინცმა უილიამმა, დედოფალმა კონსორტმა კამილამ, საბჭოს პრეზიდენტმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრუსმა და კენტერბერის არქიეპისკოპოსმა.
მონარქის კორონაცია მოგვიანებით გაიმართება.
73 წლის ჩარლზი გახდა ყველაზე ხანდაზმული მონარქი დიდი ბრიტანეთის მეფობის ისტორიაში.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ბალმორალის ციხესიმაგრეში 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს