Logo

ჩეჩენი მოხალისეები ბახმუტში უკრაინელ დამცველებს ეხმარებიან (ვიდეო)

უკრაინა
982
Frontnews image description

დონეცკის ოლქის ბახმუტში ჩეჩენი მოხალისეები უკრაინელ დამცველებს რუსი ოკუპანტების განადგურებაში ეხმარებიან, – ვიდეომასალას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულია, რომ ჩეჩენი მოხალისეები უკრაინას თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში იცავენ. მოხალისეებს შორის არის იჩქერიის გმირი აბდულ ჰაკიმი, რომელიც ახლა ბახმუტში იბრძვის.

 

აბდულ ჰაკიმი ხელმძღვანელობდა აჯნად ალ-კავკაზის ჯგუფს სირიაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე. 24 თებერვლის შემდეგ მისი ჯგუფი გახდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის ნაწილი, შემდეგ კი უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის მოხალისეთა დანაყოფი.

 

15 ოქტომბერს ხაკიმმა ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკის წოდება მიიღო.

 

<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/juqaI-VRTzQ” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>

თაგები:

უკრაინა
Advertisement