
ავტორი
Front News საქართველო
ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის.
როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ დადასტურება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ამას შედეგი მოჰყვება.
“ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის. ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს. ეს იქნება ერთ-ერეთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ ის 12 რეკომენდაცია. დიდი ხნის წინ ჩავამატეთ ჩვენს კრიტერიუმებში შესაბამისობა საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებთან. თუ ახლოდან დააკვირდებით, საქართველოს გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას და ზოგჯერ რთულია იმის გაგება, საქართველოს მთავრობა რატომ არ იზიარებს ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმებზე.
საქართველოს პასუხი ყოველთვის ის არის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველომ, პრაქტიკულად, უნდა თქვას უარი რაიმე სახის საგარეო პოლიტიკის განვითარებაზე, თუ მუდმივად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შიშით იმოქმედებს”, – განაცხადა მიკისკამ “ფორმულას” ინფორმაციით.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს