
ავტორი
Front News საქართველო
ძალადობა მიუღებელია საზოგადოებისთვის, მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს, ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ განაცხადა.
“ცხადია, თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს და ეს ნამდვილად საშინელი განვითარებაა. ძალადობა მიუღებელია საზოგადოებაში, კიდევ უფრო მიუღებელია ეს პოლიტიკოსების, აქტივისტების, ახალგაზრდების წინააღმდეგ. მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს და ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება“, – განაცხადა ელჩმა.
პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, დღეს გორში ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, მას დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.
პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკია მოწყობილი, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. ისინი ადგილზე მყოფ ბანაკის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. სასტუმროს ტერიტორიაზე ბანაკის წევრების გარდა დამსვენებლებიც იმყოფებიან.
თაგები:
პეტრ მიკისკა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს