ჩეხეთის ელჩი პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხსა და ყველა ჩემს ქართველ მეგობარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მარადიული იყოს მისი ხსოვნა! ბოლოს მასთან შეხვედრის პატივი 2023 წლის 6 დეკემბერს მქონდა“, – წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.





