ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება დაამტკიცა

ავტორი
Front News საქართველო
ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო რეჟიმის შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აჩერებენ უვიზო კონტაქტებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან.
"ჩემი ინიციატივით, მთავრობამ დაამტკიცა სავიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ასე ვრეაგირებთ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, დემონსტრაციების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე.
ამ ზომით ვაჩერებთ უვიზო კონტაქტებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან”,- წერს იან ლიპავსკი.
თაგები:
იან ლიპავსკი




