Logo

“ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას ვიკვლევ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსთან მიმართებაში”

საზოგადოება
1417
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პარტია ამ ეტაპზე არ ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა აღნიშნავს, რომ განწყობების გასარკვევად კვლევებს ატარებს. 

"ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას ვიკვლევ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსთან მიმართებაში. გახარიას საკითხს რაც შეეხება, ჩვეულებრივი თემა არის. გახარიას კი არა, თვითონაც თქვეს, ყველასთან მიმართებაში ვიკვლევ ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას – ეს არის და ეს. ჩვენი მიზანია, რაღაც ტურბულენტობა თუ მოხდა პოლიტიკაში. გვარამიას ვერ ექნება ცენზურის უფლება ჩემს კვლევებზე, თუ ეგონა, რომ უნდა შემეთანხმებინა, ძალიან ცდება", – განაცხადა ვაშაძემ.

კვლევის შესახებ ინფორმაცია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"სოციალურ კვლევაში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, მკვლევარ ორგანიზაციას არ დავაკვირდი.

ორგანიზაცია იკვლევდა "მესამე ცენტრის" ამბებს. შეკითხვებიდან გამომდინარე, ძირითადი ფიგურანტი იყო "სტრატეგია აღმაშენებელი" და მისი პოზიციონირება. ასევე ძალიან ბევრი შეკითხვა იყო გახარიას ახალ პარტიაზე.

მარა ბოლოს იყო სეფე შეკითხვა: რა დამოკიდებულება გექნებოდათ "სტრატეგია აღმაშენებელსა" და გიორგი გახარიას ახალ პარტიას ერთად რომ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა.

იმდენად გავოგნდი, პასუხიც ვერ გავეცი", – წერს გვარამია.

თაგები:

Advertisement