“ჩემი ერთადერთი რჩევაა, ქართველი ხალხის ინტერესები პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენონ”


ავტორი
Front News საქართველო
"ჩემი ერთადერთი რჩევაა, ქართველი ხალხის ინტერესები პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენონ" – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
"შეხვედრის დროს შევეხეთ რთულ საკითხებს, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მოვუწოდეთ, რომ შეეცადნონ კომპრომისის მოძებნას ოპოზიციასთან, რომ ბატონი დანიელსონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მისია იყოს წარმატებული.
ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის, რადგან ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად აირჩია, რომ სურს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირი და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ასე რომ, მოვუწოდებ, პარტიის ინტერესები არ დააყენონ ხალხის ინტერესებზე მაღლა. ჩემი ერთადერთი რჩევაა, ქართველი ხალხის ინტერესები პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენონ. ჩემი რჩევაა, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, უფრო სამომავლო ინტერესებისა და პერსპექტივებისთვის. მე მჯერა მოლაპარაკებებისა და კომპრომისის მიღწევის" – განაცხადა კალიურანდმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს