“ჩემი ინფორმაციით, მედიატორი რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება”

ავტორი
Front News საქართველო
ჩემი ინფორმაციით, მედიატორი რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
"მედიაციის პროცესი ერთ საათში ვერ დასრულდება. მედიატორი, ჩემი ინფორმაციით, რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება, თუმცა მას არ შეუძლია მხარეებს შორის გამოვლენილი პოლიტიკური ნების გარეშე რაიმე წარმატებას მიაღწიოს.
ამიტომ, თუ არ გადაიხედება "ქართული ოცნების" პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვინდა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:





