
ავტორი
Front News საქართველო
"ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სულ ჩხარტიშვილს მაძახებს" – ამის შესახებ "დღის ამბებში" სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
"ყველა საკითხში, სადაც პირობას ვდებ, იმ პირობას ვასრულებ ყოველთვის და იგივეს მოვითხოვ მეორე მხრიდანაც. აი ეს ხალხი, ახლა საჯაროდ რომ ლაპარაკობენ, ინდივიდუალურ საუბარში ხმასაც კი ვერ მცემენ, იმდენად ბევრი ჩაჭრილია ჩემთან, პერსონალურ ურთიერთობაში. არც ერთთან არასდროს არ დამირღვევია პირობა და ყველაზე ამორალური მათი მხრიდან არის ის, რომ როგორც კი ჩემი პოზიცია არ მოეწონებათ, მყისიერად გამოდიან და ჩხარტიშვილს იძახიან. ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობა“ სულ ამას მაძახებს. გაიგოს ამ ხალხმა, რომ ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ. სამი შვილი მყავს, ტრადიციებს პატივს ვცემ, ოჯახს პატივს ვცემ და არ ვაპირებ ამათ გამო ოჯახის დანგრევას. მათთვის ერთ დღეს ჩხარტიშვილის სიძე ვარ და მეორე დღეს ჩემთან ერთად ბრძოლა უნდათ“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გიორგი ვაშაძის ცოლის ბიძაა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს