
ავტორი
Front News საქართველო
"ჩემი შვილების ცოდვა იყოს შენს კისერზე. მაგ სიმართლით იარე შენ, ბატონო მოსამართლევ. შე ახვარო, წადი თქვენი …" – გოგი წულაიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს მას შემდეგ აგინა, რაც განუცხადეს, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ 2 თვით გაუხანგრძლივდა.
გინების შემდეგ წულაია პროცესიდან გააძევეს. პოლიტიკოსმა პროკურორს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
"მალე მნახავ გარეთ გამოსულს. გამოვალ ისე, როგორც გამოვიდა მელია. შეიძლება წაართვა ადამიანს სახლი, კარი, ოჯახი, სამშობლო, მაგრამ თავისუფლებას ვერ წაართმევ! 9 ნაბიჯი აქვს ჩემს კამერას, 9 ნაბიჯი აქეთ, და 4 ნაბიჯი ასე… შენზე მეტი თავისუფალი თუ არ ვიყო, მე ვიყო უნამუსო. თავისუფლებას თქვენ მე ვერ წამართმევთ. შენზე მეტად თავისუფალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბალანდას მაჭმევენ"- განაცხადა წულაიამ.
მომდევნო სასამართლო პროცესი 31 მაისს ჩაინიშნა, თუმცა სხდომაზე არც ბრალდებულს მიიყვანენ და სავარაუდოდ, არც ადვოკატები მივლენ.
სასამართლო პოლიტიკოსს მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს