Logo

“ჩემთვის სულ ერთია, ის კაცი გარეთ იქნება თუ ციხეში, ნოლია ჩემთვის ფასი, იმიტომ, რომ კაცმა თქვა დავით გარეჯი ჩვენი არ არისო”

Frontnews image description

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა აცხადებს, რომ მისთვის ნულია იმ ადამიანის ფასი, ვინც იტყვის, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას დავით გარეჯზე საუბრისას განაცხადა.

"როდესაც ციხიდან გამოსული ადამიანი, ივერი მელაშვილი მყავს მხედველობაში, ქართველები, როდესაც ვამბობთ უპირობოდ, რომ დავით გარეჯი ჩვენია, ის არ არის ჩვენიო და ვიღაცა ბერები და ერისკაცებიო კელიებში პოზიორობას რომ დაიწყებენო, და ამით გაანაწყენებენ ჩვენს მოძმე სახელმწიფოს აზერბაიჯანსო, ამითო ჩვენ ვერაფერს მივაღწევთო. ამ ადამიანს ტაში დაუკრეს იმ პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა, რომლებსაც ეს გადაცემა მიჰყავდათ, გმირად გამოაცხადეს და ფული შეუგროვეს, ჩემთვის სულ ერთია ახლა, ის კაცი გარეთ იქნება თუ ციხეში, ნოლია ჩემთვის ფასი, იმიტომ, რომ კაცმა თქვა დავით გარეჯი ჩვენი არ არის, მაშინ ვინ იყვნენ გარეჯელი ბერები, ის 6 ათასი ბერი", – განაცხადა მეუფე საბამ.

თაგები:

Advertisement