Logo

“ჩემთვისაც მოულოდნელი, მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მაგიდაზე, მაგრამ ყველა საკითხზე არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა”

საზოგადოება
1036
Frontnews image description

ვინაიდან დანიელსონი დარჩა, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მთავარი ამბავი ყველასთვის, დარჩება იმდენხანს, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი, რაც შემიძლია, გითხრათ – ამის შესახებ "გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა შარლ მიშელის პირად წარმომადგენლთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მუშაობის გაგრძელებაა საჭირო, რათა პოზიციები მეტად დაახლოვდეს. 

„ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინ შლიდა ამ მოლაპარაკებებს, გვითხრეს, თუ ორივე მხარემ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან არ გადადგა, შეთანხმება ვერ შედგებაო. რეალურად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. ყველა საკითხზე არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა. მაგალითად, ჩემთვისაც მოულოდნელი, მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მაგიდაზე, მაგრამ ყველა საკითხზე არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა, უბრალოდ, მხარეებმა თავის თავზე უნდა აიღონ შესაძლებლობა, ნაბიჯი უკან გადადგან და თავიანთ მომხრეებს პოზიციები აუხსნან. შესაძლოა, დღესაც შედგეს შეხვედრა, ხვალაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ერთი მაგიდის გარშემო დასხდომა შევძლოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

თაგები:

Advertisement