ჩერევატი – რუსებმა ბახმუტის მიმართულებით მხოლოდ ერთ დღეში 400-მდე ჯარისკაცი დაკარგეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა დამპყრობლებმა ბახმუტისთვის ბრძოლებში ერთ დღეში 392 ჯარისკაცი დაკარგეს – 193 მოკლულია, 199 – დაჭრილი. მტერი აგრძელებს შეტევას, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტები არ წყვეტენ ბახმუტის ოკუპაციის მცდელობებს. დღის განმავლობაში თვით ქალაქში 16 შეტაკება მოხდა. ამასთან, დამპყრობლებმა დასახლების და მისი შემოგარენის მიმართულებით ცეცხლი 55-ჯერ გახსნეს.
“ზოგადად, ფრონტის ბახმუტის სეგმენტზე განხორციელდა 352 საარტილერიო დარტყმა სხვადასხვა ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით და ქვემეხებით. 27 შეტაკება მოხდა მთელ ფრონტზე, 4 საჰაერო დარტყმა. განადგურდა 193 ოკუპანტი, 199-მა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება“, – განაცხადა ჩერევატიმ.
თაგები:
ბახმუტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს