ჩერნიგოვზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 37 დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვია


ავტორი
Front News საქართველო
ჩერნიგოვზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 37 დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
“ჩერნიგოვი. შაბათი სადღესასწაულო დილა. ხალხი ეკლესიიდან გავიდა ნაკურთხი ხილის კალათებით…
13:00 საათისთვის ცნობილია, რომ ჩერნიგოვის დრამატულ თეატრზე რუსული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 37 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი”, – წერს კლიმენკო.
რუსი ოკუპანტების დარტყმის შედეგად დრამატული თეატრის სახურავი ჩაინგრა, გაჩნდა ხანძარი. ასევე დაზიანებულია ქალაქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განყოფილება. მაღაზიაში ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს.
თაგები:
ჩერნიგოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს