“ჩიხური მდგომარეობიდან ვერ გამოდიან და ახლა ცდილობენ რაღაც საუკეთესო გამოსავალი მონახონ”

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავი ჩიხში შეიყვანა და ახლა პარლამენტში შესვლისთვის საუკეთესო გამოსავალს ეძებს.
"ისინი ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც თავად შეიყვანეს თავი, ვერ გამოდიან და ახლა ცდილობენ რაღაც საუკეთესო გამოსავალი მონახონ და ისე შემოვიდნენ პარლამენტში. სხვა გზა არა აქვთ.
რაც შეეხება მელიას ვიზიტს, აქ გასაკვირი არაფერი იყო, მან თავის ხელმძღვანელს, თავის უფროს მოახსენა იმ გეგმების, თუ გეგმების ჩავარდნის შესახებ, რომელიც საქართველოში იყო. აბსოლუტურად სხვა გეგმები ჰქონდათ და საბედნიეროდ ქვეყნისთვის და არა რომელინე პოლიტიკური პარტიისთვის, მათი ეს გეგმები ჩავარდა. გეგმები იყო რევოლუციური და დესტრუქციული", – განაცხადა მდინარაძემ
თაგები:





