“ჩინეთი აკვირდება” – სტოლტენბერგი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარება დაამტკიცოს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს უკრაინის ახალი 60 მილიარდი დოლარის დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვევლობამ შეიძლება გამოიწვიოს ჩინეთის შეჭრა ტაივანში, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“იმედი მაქვს, რომ წარმომადგენელთა პალატა დათანხმდება უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენი უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ევროპა და კანადა ასევე აძლიერებენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და მათი მთლიანი დახმარება უფრო დიდია, ვიდრე ამერიკული დახმარება, მაგრამ აშშ-ის წვლილი “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”.
სტოლტენბერგის განცხადებით, თუ რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება სიგნალი არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვისაც, რომ ძალით შეუძლიათ მიიღონ ის, რაც სურთ. ეს კი “მსოფლიოს უფრო საშიშს გახდის და დასავლეთს უფრო დაუცველს”.
“დღეს ეს არის უკრაინა, ხვალ ეს შეიძლება მოხდეს ტაივანში. ამიტომ, პეკინი, ჩინეთი ყურადღებით აკვირდება რა ხდება უკრაინაში”, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს