ჩინეთის მუქარის მიუხედავად ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ის მაღალი რანგის პირველი ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც კუნძულს 1997 წლის შემდეგ ეწვია.
მოსალოდნელია, რომ ხვალ ის შეხვედრებს გამართავს ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის პრეზიდენტთან.
პელოსის ვიზიტის წინა დღეს ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა გაფრთხილების სერია გაავრცელეს, მათ შორის ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ჟაო ლიჯიანი შეერთებულ შტატებს “არასახარბიელო პოლიტიკური შედეგებით“ დაემუქრა.
ერთი დღით ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პელოსს აქვს უფლება ეწვიოს ტაივანს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ამერიკელ პოლიტიკოსს.
“აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან საუბარში ნათლად აჩვენა, რომ კონგრესი არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და რომ სპიკერი პელოსი თავად იღებს გადაწყვეტილებებს, ისევე როგორც კონგრესის სხვა წევრები საზღვარგარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პელოსის ვიზიტის გარშემო არსებული სამხედრო დაძაბულობა მთლიანად ჩინეთის პასუხისმგებლობაა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს