ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართა.
საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენა შანხაიში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.
საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




