ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ირაკლი კობახიძე ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია

ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთის მთავრობის სახელით, გულწრფელად გეპატიჟებით რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე და მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააღრმავებს და არსებითად გაამდიდრებს ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს.
გამოფენა 5 ნოემბერს შანხაიში გაიმართება.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობას. ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და კარგი პარტნიორები არიან. ჩვენ პატივს ვცემთ, ვენდობით ერთმანეთს და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ზრდის სტაბილურ ტემპს ინარჩუნებს. მაღალი ხარისხის თანამშრომლობამ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ნაყოფიერი შედეგები უკვე გამოიღო. ჩინეთის მთავრობის სახელით, გულწრფელად გეპატიჟებით რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე და მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააღრმავებს და არსებითად გაამდიდრებს ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და უფრო პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს ჩვენი ხალხებისთვის ბევრად მეტი სარგებლის თვალსაზრისით“, - აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის წერილში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


