ჩინეთში, ქალაქ მიენიანგში ფოთის შესახებ საინფორმაციო დღეები მოეწყო

ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთში, ქალაქ მიენიანგში ფოთის შესახებ საინფორმაციო დღეები მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქალაქ ფოთის თემაზე მომზადებული ფოტო-ვიდეო და საინფორმაციო მასალა. გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება მიენიანგის საგამოფენო სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს ფოთის პოპულარიზაციას და უცხოელი სტუმრების დაინტერესებას როგორც ტურისტული, ისე საინვესტიციო მიმართულებით.
პარალელურად, ფოთში, საგამოფენო დარბაზში, ერთი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ქალაქ მიენიანგის კულტურის, ტრადიციებისა და იდენტობის ამსახველი ფოტო მასალა.
"დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ერთობლივი ინიციატივები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქალაქების მეგობრობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ფოთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის ნოემბერში გაფორმდა.
თაგები:
ფოთი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


