ჩხოროწყუს მერიასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა


ავტორი
Front News საქართველო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერს დავით გოგუას კონკრეტული დრო მისცეს იმისათვის, რომ მათ შეხვედროდა, თუმცა მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია, რის შემდეგაც აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან, მერიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ხელი გაარტყა.
მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს