ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის შეთანხმების მიუხედავად, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს.
ჩხოროწყუს 27-წევრიან საკრებულოში “ქართული ოცნება” 12 მანდატი აქვს, ოპოზიციას კი ჯამში – 15. მათგან “ერთიანი ნაციონლური მოძრაობას” – 7, პარტია “საქართველოსთვის” – 7, “ლელო” კი- 1.
ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მხარს გახარიას პარტიის კანდიდატს დაუჭერდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის კანდიდატს თანანპარტიელების გარდა კიდევ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა. შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ – 13 ხმა მიიღო. ოპოზიციის კანდიდატმა – შოთა წურწუმიამ მხოლოდ 12 ხმის მიღება შეძლო. ერთი ბიულეტი ბათილი აღმოჩნდა.
თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება. თავმჯდომარის კანდიდატურისათვის კენჭისყრა განმეორებით მოხდება. „ნაციონალური მოძრაობა“ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.
თაგები:
ჩხოროწყუ




