ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ასევე, ცნობილია, რომ მძღოლი დაკავებულია.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




