ჩოხატაურში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს დავით მჟავანაძეს ჩოხატაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მჟავანაძე თანამოაზრეებთან ერთად ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის ნაწილის გასხვისებას აპროტესტებდა.
არსებული ინფორმაციით, ნაცემია რამდენიმე ოპოზიციონერი.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, მჟავანაძეს “ქართული ოცნების” დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის წარმომადგენლები დაესხნენ თავს.
დავით მჟავანაძე ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.
თაგები:
გურია




