ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 12,6 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 12,6 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან მანუჩარ რობაქიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გოდერძი თურქაძესთან ერთად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა და მიერთებები.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “NEW ROAD“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 8 488 888 ლარია.
დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა, ჩხარის ცენტრის რეაბილიტაციის დასრულებული პროექტიც დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო; დასასვენებელი სკვერი, გმირთა მემორიალი და ა/ბეტონის მოედანი.
ჩხარის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს “საგომ” განახორციელა, რომლის ღირებულება 154 998 ლარს შეადგენს.
თაგები:
თერჯოლა