
ავტორი
Front News საქართველო
"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, რადგან ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი.
"ჩვენ ამ დოკუმენტის გათხოვა არ შეგვიძლია, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამნისტიის კანონი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს, არავის ასეთი განზრახვა არ აქვს. თუ იქნება მცდელობა, რომ ისეთი ფორმულირება იქნას შეთავაზებული "ქართული ოცნების" მიერ, რომელიც დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ", – აცხადებს ჯაფარიძე.
ის ეხმაურება ნიკა მელიას წერილსაც, რომელიც ოპოზიციას სთხოვს, ხოლო "ქართულ ოცნებას" მიმართავს, გაიწვიოს ამნისტიის კანონპროექტი და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ დათანხმდეს ევროკავშირის შემოთავაზებულ გირაოს.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის, 2 პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი უნდა გათავისუფლდეს ხვალ, როდესაც ჩვენ შევალთ პარლამენტში და მეორე პოლიტპატიმრის ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის გირავნობას დაეთანხმოს ევროკავშირიდან, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს