
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ხელისუფლებას ბერკეტი არ აქვს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში იდენტიფიცირებული დამნაშავე ჩამოიყვანოს და დააკავოს.
"ამ თემასთან დაკავშირებით უკვე განცხადება გააკეთა ჩვენმა პრემიერმა და მეტს ვერ დავამატებ. პასუხი ისაა, რომ რაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, იმას ვერაფერს დავამატებ. ჩვენ არ გვაქვს ბერკეტები, შესაძლებლობა, რომ ის დამნაშავე, რომელიც იდენტიფიცირებულია, ჩამოვიყვანოთ, დავაკავოთ. დანარჩენი ყველა საერთაშორისო ბერკეტს ვიყენებთ, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც ჩვენ შესაძლებლობაშია.
ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს ამ მიმართულებით, ბევრი ტრაგედია მოხდა, რომელიც ჩაიდინა ოკუპანტმა, შესაბამისად, 5 გავა, 10, 15, 20, თუ 30, არ აქვს მნიშვნელობა. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ადრე თუ გვიან, ჩვენ ამას მივაღწევთ", – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს