“ჩვენ არ ვართ “არა ჰესებს” კამპანია, გვაქვს ლეგიტიმური კითხვები, რომელზეც მოვითხოვთ რაციონალურ პასუხებს”


ავტორი
Front News საქართველო
"ჩვენ არ ვართ "არა ჰესებს" კამპანია", – ამის შესახებ ხეობის ერთ-ერთმა მცველმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვაა და საჭიროა ყველაფერს გაეცეს პასუხი.
"პრაქტიკულად ხელისუფლებამ სამართალდამცავი ორგანოები და ეს ინსტიტუცია გადააქცია კერძო კომპანიის პირად მცველად. ისინი არიან თვითონ ჩიხში მათ მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ არ ვაპროტესტებთ ჰესის მშენებლობას, ეს არასწორად იქნა აღქმული და გაშუქებული მედიაში, ამის ძირითადი წყარო არის ხელისუფლების არასწორი კომენტარები. ჩვენ არ ვართ "არა ჰესებს" კამპანია, ჩვენ ვიძახით, რომ გვაქვს ლეგიტიმური კითხვები და ის შემაშფოთებელი გარემოებები, რომლებზეც მოვითხოვთ რაციონალურ პასუხებს", -განაცხადა ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მირზა ნოზაძემ.
რიონის ხეობის მცველები ამაღამ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დარჩენას აპირებენ, ხვალ კი პროტესტი კვლავ გუმათში გადაინაცვლებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს