Logo

“ჩვენ დავეთანხმებით იმას, რაც მიგვაჩნია გონივრულ კომპომისად, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს”

საზოგადოება
1309
Frontnews image description

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმ შეთანხმებას დაეთანხმებიან, რომელიც მათთვის გონივრულია და რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან. 

"თუ ვინმე ასე თვლის, რომ ნებისმიერ შეთანხმებას დაეთანხმება "ევროპული საქართველო", ეს ასე არ არის. ჩვენ დავეთანხმებით იმას, რაც მიგვაჩნია გონივრულ კომპომისად, იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თავის მოტყუებას არ ვაპირებთ ნამდვილად. შეთანხმება მიგვაჩნია ყველა იმ პუნტზე, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა, როგორც მედიატორმა, რომელსაც ჩვენ მივეცით თანხმობა მედიაციაზე  და მთავრობამაც ფორმალურად მაინც თანხმობა მისცა მედიაციაზე, ყველა მის მიერ ჩამოთვლილ საკითხზე უნდა იყოს გონივრული შეთანხმება და წინსვლა"-განაცხადა ბოკერიამ.

თაგები:

Advertisement