“ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს, მყარად ვართ ერთგულები ამ გადაწყვეტილების”

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს, მყარად ვართ ერთგულები ამ გადაწყვეტილების და ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ბუქარესტში, 2008 წელს და ალიანსი მყარად არის ამ გადაწყვეტილების ერთგული და აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით.
"ჩვენ ვაფასებთ მჭიდრო პარტნიორობას ნატოს და საქართველოს შორის და ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომ განახორციელოს რეფორმები და ვაგრძელებთ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მოკავშირეები დგანან ამ მკაფიო გზავნილის გვერდით. ყველა მოკავშირეს ვთხოვ, ქვეყნისადმი პრაქტიკული მხარდაჭერა გამოხატონ. ასევე მყარად მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი რეფორმების განხორციელება, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ მიზანს. ეს იყო კიდეც ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე ვისაუბრე პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს და მყარად ვართ ერთგულები ამ იდეის და გადაწყვეტილების და ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით", – განაცხადა იენს სტოლტენგებრმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


