“ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და დიალოგი უნდა დავიწყოთ, ამისთვის ორივე მხარის ნებაა საჭირო, ქართული მხარისგან ასეთი რამ ჯერ არ მომისმენია”


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც კონფლიქტი არსებობს – ან უნდა ისაუბრო, ან იომო. ომი ახლა არავის სურს, ამიტომ საუბარია საჭირო, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოფიციალურ თბილისს დიალოგის სურვილი ამ დრომდე არ გამოუხატავს.
"ომიდან 30 წელი გავიდა, სულ მტრული ურთიერთობები ხომ არ გვექნება? ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და დიალოგი უნდა დავიწყოთ. ჩემი წინადადება არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყება, ვინაიდან ამისთვის ორივე მხარის ნებაა საჭირო. ქართული მხარისგან ასეთი რამ ჯერ არ მომისმენია. ფორმატი განსხვავებული შეიძლება იყოს და ახლაც არსებობს – ჟენევის მოლაპარაკებები, გალის რაიონში ენერგეტიკის საკითხებზე და სხვა. როდესაც ეს ვთქვი, ვგულისხმობდი ის, რომ საქართველოსთან კომუნიკაციების საკითხების განხილვა შეგვეძლო. მაგალითად, რკინიგზის საკითხი რუსეთმა სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოაგვარა, არადა ეს მარშრუტი აფხაზეთზე რომ გასულიყო, გაცილებით მოკლე იქნებოდა. ახლა საქართველო და აფხაზეთი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ. აქ ხომ მილიონობით დოლარზეა საუბარი. ცნობილია, რომ როდესაც კონფლიქტი არსებობს – ან უნდა ისაუბრო, ან იომო. ომი ახლა არავის სურს, ამიტომ საუბარია საჭირო. მოდით, ვისაუბროთ და ამ მოლაპარაკებებს რაღაც კანონიერი ფორმა მივანიჭოთ“, – განაცხადა შამბამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს