Logo

“ჩვენ მიერ ნაპოვნი გამოსავალი არის ყველაზე კომპრომისული ვარიანტი”

საზოგადოება
1200
Frontnews image description

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ მათი პარტიის შეთავაზება, ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უნდა იყოს გათვალისწინებული.

"ჩვენ მიერ ნაპოვნი გამოსავალი არის ყველაზე კომპრომისული ვარიანტი. ის, ერთი მხრივ, არ ქმნის დილემას ნიკა მელიასთვის და ხელისუფლებასაც აძლევს საშუალებას, რომ მოკლე დროში და უმტკივნეულო ფორმით გაათავისუფლოს ნიკა მელია. ჩვენ დავითანხმეთ ევროპარლამენტარები, ასევე თავდებობის სურვილი გამოთქვეს ევროპელმა, ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა, ამიტომ "ლელოს" ეს შეთავაზება, უნდა იქნას გათვალისწინებული"-აცხადებს ბუაძე. 

"ლელოს" ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ.

თაგები:

Advertisement