Logo

“ჩვენ ნიკა მელიას მიდგომას მხარს ვუჭერთ”

საზოგადოება
1540
Frontnews image description

"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნიკა მელია წინააღმდეგია ვინმემ გადაუხადოს გირაო, თუკი არ არსებობს შეთანხმება მთლიანად დოკუმენტთან დაკავშირებით.

"ქართული ოცნება" მუდმივად უარყოფს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური დევნის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, ამიტომ მათ უჭირთ დოკუმენტში ამაზე საუბარი. ამიტომ, არის საკითხები, რომელზეც დოკუმენტის გარეთაც მიმდინარეობს მსჯელობა, რაც არ აისახება დოკუმენტში. ვგულისხმობ, რომ ამ დოკუმენტში არ აისახა ის მექანიზმი, რომელიც უნდა იქნას შეთავაზებული მელიასა და რურუას გათავისუფლებისათვის, რადგან "ქართული ოცნება" ამას ეწინააღმდეგეება ყველანაირად. მელია წავიდა საპატიმროში სწორედ გირაოს გადახდაზე უარის თქმის გამო. შესაბამისად, მელიას მხრიდან  გირაოს გადახდა არ მოხდება, ის ასევე წინააღმდეგია, რომ ვინმემ გადაიხადოს მისთვის ეს გირაო. ეს არის პრინციპული და პოლიტიკური საკითხი მისთვის. შესაბამისად, ჩვენ მის მიდგომას მხარს ვუჭერთ"-განაცხადა ჯაფარიძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები