“ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის”


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩვენ ვიწყებთ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა განაცხადეს.
“ჩვენი შვილები, დები და მეგობრები არიან სინდისის პატიმრები. ისინი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, არჩევნების გაყალბებას, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვას და ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევას. მათი დაკავება არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებასა და ხმის ჩახშობას.
ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის და ვაცხადებთ შემდეგს: გვინდა დავიწყოთ წინადადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და სულისკვეთებისთვის. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი თავდადებისთვის და ბრძოლისთვის. შესაბამისად, არავის მივცემთ უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ თქვენს სულისკვეთებაში და პატრიოტიზმში.
დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების მებრძოლ შვილებს, დებს, ძმებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის იდეისთვის და არ დაუშვებთ ამ უდანაშაულოდ ციხეში დარჩენას. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის. მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვუხმობთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია, თავისუფლება და სამართლიანობა. სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტებს, მედიას, ხელოვნების, მასწავლებლებს, ექიმებს, მთელ საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შვილების ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ყველასთვის, ვისაც არ სურს დიქტატურა, რუსეთის გავლენა და უსამართლობა. დღეს შენ ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. გთხოვთ, შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიკრიბებით 8 აპრილს მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად. 9 აპრილს დაღუპულთა სულების პატივსაცემად”, – განაცხადეს პატიმრების ოჯახის წევრებმა.
თაგები:


ზურაბ ცეცხლაძე – სინდისის პატიმრების მშობლები, მეუღლეები, შვილები, მოგიწოდებთ, 15 იანვარს, 15:00 საათზე, შემოუერთდეთ გამაფრთხილებელ გაფიცვას

ირაკლი ღარიბაშვილი – ავიცრათ, ავცრათ ჩვენი მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია

მამუკა მდინარაძე – ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ, მყარად ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები