
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
“ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიასა და ესპანეთს “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა.
თაგები:
ესპანეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს