“ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ”


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი საუკეთესო ინტერესებით მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად.
"რეგიონალურადაც ვისაუბრეთ, თუ რა მდგომარეობაა კავკასიაში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ. ჩვენ უნდა ვახსენოთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მისი როლი, ასევე რუსეთის ჩართულობა და როლი – ეს ასპექტები იყო განხილული.
დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ თავისი მოსაზრებები გაგვაცნო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და დრო, არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენლები ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში, ჩვენთან ურთიერთობაში და ჩვენც, საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად" , – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს