“ჩვენ თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ნიკა მელიას გვერდით ვიყავით და ვართ, არ ვგრძნობ, რომ ის მივატოვე”


ავტორი
Front News საქართველო
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე, რომელმაც შეთანხმებას ხელი მოაწერა, აცხადებს, რომ დღემდე ნიკა მელიას გვერდით დგას.
"მე მესმის, როგორ უყურებს ნიკა ამ ვითარებას, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, მასაც ვუთხრა და გულშემატკივარს ყველას, ნიკასას: ჩვენ თავიდან ბოლომდე ამ პროცესში მის გვერდით ვიყავით და ახლაც მის გვერდით ვართ. მე არ ვგრძნობ, რომ ის მივატოვე, პირიქით, შეთანხმებაში მკაფიოდ წერია, რომ გირაო იყო ალტერნატივა, რომელიც მას შესთავაზეს ევროპელებმა, მაგრამ მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, ეს ხელს შეუშლიდა ხელმოწერას, პირდაპირ შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო", – აცხადებს სამნიძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს