“ჩვენ, თსუს სტუდენტები და ლექტორების ნაწილი, ვაცხადებთ გაფიცვას, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოს”


ავტორი
Front News საქართველო
თსუ-ის სტუდენტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ახალ არჩევნებს, სასწავლო პროცესის შეჩერებას და მომიტინგეებისთვის უნივერსიტეტის ცენტრალური შესასვლელის ხელმისაწვდომობას მოითხოვენ.
მათი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს დე ფაქტო ხელისუფლების უმოქმედობასა და ხალხის ნებასთან შეუთავსებლობას.
“28 ნოემბერს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობის მეთაური კვლავ გაცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და უარი თქვა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს დე ფაქტო ხელისუფლების უმოქმედობასა და ხალხის ნებასთან შეუთავსებლობას.
ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ ახალგაზრდების და საზოგადოების ფართო წრის ლეგიტიმურ პროტესტს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
შესაბამისად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ, თსუს სტუდენტები და ლექტორების ნაწილი, ვაცხადებთ გაფიცვას, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოს.
ჩვენი მთავარი მოთხოვნებია –
1. ახალი არჩევნების დანიშვნა ნეიტრალური საარჩევნო კომისიისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში;
2. თსუ-ის ადმინისტრაციის მხრიდან სწავლის პროცესის შეჩერების შესახებ განცხადების გაკეთება, სანამ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება;
3. თსუ-ის ცენტრალური შესასვლელის 24-საათიანი ხელმისაწვდომობა მომიტინგეებისა და დაშავებულებისთვის.
ამავდროულად, სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ან დაშავდნენ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტების გამო.
ერთად დავიცვათ კონსტიტუციური წესრიგი და ევროატლანტიკური მომავალი!!
ჩვენი ხმა აუცილებელია, რათა საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს